კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გრიზმანს 12 მატჩით დისკვალიფიკაცია ემუქრება (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სასტარტო ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის დებიუტანტ „ჟირონას“ წინააღმდეგ გამართულ გასვლით შეხვედრაში ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის 67-ე წუთზე მთავარი მსაჯი, ხუან მარტინეს მუნუერა დედაქალაქელთა ფრანგ ფორვარდს, ანტუან გრიზმანს, სიმულაციისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებას უპირებდა, მაგრამ გრიზმანმა არბიტრს “ნაძირალა” უწოდა, რის შემდეგაც, არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

აღნიშნულმა ინციდენტმა ადგილი იპოვა მსაჯის მოხსენებაშიც.

ესპანეთის ჩემპიონატის დისციპლინარული კოდექსის მიხედვით, მსაჯის მისამართით  სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენების შემთხვევაში მოთამაშემ შესაძლოა 4-12-მდე მატჩით მიიღოს დისკვალიფიკაცია.