კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გრიზმანის ახალ კონტრაქტში დაიმატა მუხლი, რომელიც მის “ბარსელონაში” გადასვლას გაართულებს

მადრიდის ”ატლეტიკოს” ფრანგ ფორვარდ ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა დღეისთვის 200 მილიონ ევროს შეადგენს. ამ ინფორმაციას პორტალი sport.es. ავრცელებს.

26 წლის ფეხბურთელმა ივნისში ”როხიბლანკოსთან” კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა, რის შემდეგაც მისი გამოსასყიდი თანხა ორჯერ გაიზარდა. მადრიდელებმა ასეთი ნაბიჯი მათ მიმართ FIFA-ს მხრიდან დაწესებული სატრანსფერო აკრძალვის გამო გადადგეს.

მომავალ ზაფხულს საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გამოსასყიდი თანხა კვლავინდებურად 100 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს სპორტული მედია აცხადებს იმის შესახებ, რიმ ანტუან გრიზმანით დაინტრერესებულია კატალონიის “ბარსელონა”, რომელიც მას ნეიმარის შემცვლელად მოიაზრებს.