კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაგზავნეს (ფოტო)

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ფრანჩესკო ტოტის “რომას” 10-ნომრიანი მაისური კოსმოსში გაგზავნეს.

ამ ინფორმაციას “რომას” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ტოტის ეს მაისური “რომას” შემადგენლობაში ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაში ეცვა.

“იმპერატორის” მაისური კოსმოსში რაკეტა “ვეგას” მეშვეობით გაგზავნეს.

ტოტიმ კარიერა 2017 წლის 28 მაისს დაასრულა. რომაული კლუბის მაისურით ფრანჩესკომ 619 შეხვედრა ჩაატარა და 250 გოლი გაიტანა.