კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევრობასკეტ-2017: ცნობილია 12 რჩეული (ფოტო)

29 აგვისტოს, დილის 10 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენიდან თელ ავივში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. მოგეხსენებათ, კონტინენტის პირველობას 4 ქვეყანა მასპინძლობს და ისრაელში B ჯგუფის თამაშები გაიმართება, სადაც თავმოყრილნი არიან: ლიტვა, ისრაელი, იტალია, გერმანია, უკრაინა და საქართველო.

დანარჩენ ჯგუფებს რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობენ. თითოეული, 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს და ჯამში 16 ნაკრები თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოიყრის თავს, სადაც ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.

ისრაელში გამგზავრებამდე, ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები ათენის „დაისის“ დარბაზში ბოლოჯერ ავარჯიშა, რის შემდეგაც ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლითაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე იასპარეზებს.

B ჯგუფის კალენდარი