კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა: “დინამომ” შინ “ჩიხურა” გაანადგურა (ვიდეო)

ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ბოლო და ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო არენაზე“ ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდნენ.

დინამოელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამაჯერებლად 5:0 იმარჯვეს.

34-ე წუთზე აკაკი შულაია გამჭოლი გადაცემის შედეგად ბურთი საკუთარ კარში თორნიკე გრიგალაშვილმა ჩაჭრა. 53-ე წუთზე აკაკი შულაიამ გაიტანა, შემდეგ კი, ლევან გეგეჭკორის გადაცემით მიქელთაძემ მოახერხა ზურაბ მწყერაშვილის კარის აღება.

74-ე წუთზე აკაკი შულაიას გადაცემით ბექა მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა. 82-ეზე კი, შეცვლაზე შემოსულმა ლაშა ქოჩლაძემ მეხუთედ აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.