კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა | 21-ე ტური უხვგოლიანი შეხვედრით დასრულდა.

4, 5 და 6 აგვისტოს ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, გორის „დილას“ უმასპინძლა. „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი დედქალაქელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით – 5:0 დასრულდა.
მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა ბათუმის „რაგბი არენაზე“ გამართული ადგილობრივი „დინამოსა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირდება. მატჩი ბათუმელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ შექმნილი მომენტების რეალიზება სტუმრებმა უკეთ შეძლეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს.
მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ქუთაისის „ტორპედომ“. ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.
საჭირო ქულები დაკარგა კიდევ ერთმა იმერულმა კლუბმა. საჩხერის „ჩიხურა“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ თბილისურ დერბიში ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საბურთლოელთა აბსოლიტური უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 6:0 დასრულდა.

ეროვნული ლიგის მორიგი, 22-ე ტურის შეხვედრები 10, 11, 12 და 13 აგვისტოს გაიმართება.