კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ენდი მარეი აშშ-ს ღია პირველობიდან მოიხსნა.

ATP-ის რეიტინგის ყოფილი ლიდერი ენდი მარეი US Open-იდან მოიხსნა.

ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იტყობინება.

გამოცდილი შოტლანდიელი ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ ტურნირში ბარძაყის ტრავმის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე US OPEN-ს ხსენებული შეჯიბრის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა გამოაკლდნენ.

ამერიკის ღია ჩემპიონატი 28 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრამდე გასტანს.