კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Eliga მე-19 ტური. “ჩიხურამ” “კოლხეთი” 2 ბურთის სხვაობით დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა.

ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე საჩხერლებმა მეტოქე 2 ბურთის უპირატესობით – 3:1 დაამარცხეს.

მე-17 წუთზე ანგარიში ილია მიხალიოვმა გახსნა, მე-20 წუთზე ირაკლი ბუღრიძემ გაათანაბრა, 44-ზე კი გიორგი გაბედავას გოლით “ჩიხურა” დაწინაურდა. მე-2 ტაიმში მასპინძლების რიგებში კიდევ ერთი გოლი 86-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილას” შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ქუთაისელების გადატვირთული კალენდარის გამო გადაიდო.

 

ეროვნული ლიგა: LIVE: “ჩიხურა” – “კოლხეთი” (ვიდეო)