კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ელ კლასიკოს შესახებ ფილმი გადაიღება

“რეალსა” და “ბარსელონას” შორის უდიდესი კონკურენცია საუკუნეების სიღრმიდან მოდის, და ახლა უკვე ფილმის მეშვეობით ისტორიაში უკვდავებას მოიპოვებს.  რეჟისორ აბდელია ჯუაჰარის ფილმი სულ მალე მაყურებლის წინაშე წარსდგება.

ფილმის სახელწოდება იქნება “ჰალა მადრიდ, ვისკა ბარსა”. ის მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც მთელი გულით “რეალის” გულშემატკივარია და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მაროკოს ქალაქში, სადაც ცხოვრობს, ყველამ “რეალს” უგულშემატკივროს.
სულ მალე ქალაქში ჩამვა სხვა ადამიანი, რომელიც ამ პირველს გამოიწვევს, რის შემდეგაც მათ კონკურენციას საფუძველი ჩაეყრება.

ჯუაჰრის სიტყვებით, ფილმი მოგვითხსობს არა მარტო სპორტის, არამეტ ძალაუფლების, ფულის და რელიგიის შესახებ, რომლებიც ადამიანების მართვისთვის გამოიყენება.

მარაკეშის რაიონის ტამსელჰოტ დასახლებაში ფილიმის გადაღებები დასასრულს უახლოვდება და უკვე დაწყებულია გადაღების შემდგომი ეტაპეი. სავარაუდოდ, 4-6 თვის შემდეგ მაროკოს კინოთეატრებში ფილმის პრემიერა გაიმართება.
ფილმის შემქმნელები საკუთარი ნაშრიმის ესპანეთში ჩვენებასაც გეგმავენ და ფილმის გამოშვების და შემდგომი რეკლამისთვის რომელიმე ესპანური კომპანიის მხარდაჭერის იმედს გამოთქვამენ.