კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დიბალა მზად არის დარჩეს “იუვენტუს”-ში კარიერის დასრულებამდე

დიბალა იუვეს რიგებში

“იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალამ განაცხადა, რომ მზად არის კლუბში დარჩეს კარიერის დასრულებამდე.

“მე ძალიან ბედნიერი ვარ “იუვენტუს“-ში.”

“3 თვის წინ მე კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე მოვაწერე ხელი, და მთხოვეს მე-10 ნომერ ამეღო. 2 დღე ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე შევცვალო სათამაშო ნომერი.”

“თუ პრეზიდენტს სურვილი ექნება, შემიძლია სამუდამოდ დავრჩე “იუვეში” – განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა.