კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დუგლას კოშტამ ”იუვენტუსთან” 6-მილიონიანი კონტრაქტი შეათანხმა

დუგლას კოსტა

მიუნხენის ”ბაიერნის” ბრაზილიელი ჰავბეკი დუგლას კოშტა კარიერას სავარაუდოდ ”იუვენტუსის” რიგებში გააგრძელებს.

იტალიელ ინსაიდერ ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ ”ბიანკონერისთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და “იუვენტუსში” გადასვლის შემთხვევაში ხელფასის სახით ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ტურინელები მზად არიან, 26 წლის სპორტსმენის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღონ, მიუნხელები კი 50 მილიონ ევროს ითხოვენ.

დუგლას კოშტამ გასულ სეზონში ”რეკორდმაისტერის” მაისურით  34 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 7 გოლის და 9 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.