კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დრაქსლერმა შესაძლოა კარიერა ინგლისურ კლუბში გააგრძელოს.

ლონდონის ”არსენალი” ”პსჟ”-ს გერმანელი ნახევარმცველის, იულიან დრაქსლერის გადაბირებას ცდილობს.

ამ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

”მეთოფეები” მზად არიან დრაქსლერის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 35 მილიონი ევრო გადაუხადონ.

”არსენალის” გარდა 23 წლის ფეხბურთელის გადაბირება მილანის ”ინტერსა” და დორტმუნდის ”ბორუსიას” სურს, თუმცა ლონდონური კლუბი დრაქსლერს კვირაში 100 000 ევროს სთავაზობს.

უკანასკნელ სეზონში დრაქლერმა პარიზული კლუბის მაისურით 25 შეხვედრა გამართა და 10 გოლი გაიტანა.