კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პრემიერ ლიგა | დღეს “წითლები” საკუთარ კედლებში “მეთოფეებს” უმასპინძლებენ.

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში, “ლივერპული” საკუთარ კედლებში ლონდონის “არსენალს” უმასპინძლებს.

“ლივერპული” იმედებს ემრე კანსა და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდზე  დაამყარებს. ჯორჯინიო ვეინალდუმი ასევე მისაწვდომია შვილის დაბადების შემდეგ.

ფელიპე კოუტინიო და ადამ ლანტანა მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ. ნატანაილ კლინიც სავარაუდოდ არ ითამაშებს.

“არსენალს” ისევ დაუბრუნდა ალექსის სანჩესი და ლორან კოსელნიც მზადაა დაუბრუნდეს მოედანს.

დაგეგმილი შეხვედრა ჩატარდება დღეს საღამოს – 19:00 საათზე.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 50-ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც ლივერპულმა მოიგო – 18 მატჩი, 15 შეხვედრა დასრულდა არსენალის სასარგებლოდ, ხოლო ფრე დაფიქსირდა  17-ჯერ.