კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დღეს ”რეალსა” და ”მანჩესტერ იუნაიტედს” შორის UEFA-ს სუპერთასის გამარჯვებული გამოვლინდება

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ”ფილიპ II”-ის სახელობის არენაზე UEFA-ს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის განვლილი გათამაშების გამარჯვებული მადრიდის ”რეალი” და ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი ”მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან.

”სამეფო გუნდს” ევროპის სუპერთასი 3-ჯერ აქვს მოგებული და ამ ჯილდოს მოქმედი მფლობელია. წარმატების შემთხვევაში მადრიდელები ”მილანის” მიღწევას გაიმეორებენ და აღნიშნულ ტიტულს ზედიზედ მეორედ მოიგებენ. ”როსონერიმ” UEFA-ს სუპერთასი ზედიზედ 1989 და 1990 წლებში მოიპოვეს.

მეტოქეებს შორის დღემდე გამართულ 10 შეხვედრაში ესპანელებმა 4 გამარჯვება იზეიმეს, 2-ჯერ ინგლისელებმა მოიგეს, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

”რეალისა” და ”მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.