კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დემბელესთან კონტრაქტი შეთანხმებულია

“ბარსელონამ” დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველთან, უსმან დემბელესთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ამ ინფორმაციას საფეხბურთო ექსპერტი და ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ავრცელებს.

კატალონიური კლუბი მზად არის “ბორუსიას” დემბელეს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადოს.

დემბელე გერმანულ კლუბს 2016 წელს შეუერთდა. უკანასკნელ სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა 49 შეხვედრა გამართა, 10 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ”  ნეიმარის სანაცვლოდ “პსჟ”-სგან 222 მილიონი ევრო მიიღო.