კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე აშშ-ს ღია პირველობაზე.

ამერიკის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ცნობილია.

ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ს წარმომადგენელს, ჯარედ დონალდსონს დაუპირისპირდება.

დონალდსონი და ბასილაშვილი ერთმანეთს გასულ კვირასა ცინცინატის მასტერსზე დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება დონალდსონს დარჩა. ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 60-ე პოზიციაზე იმყოფება, დონალდსონი კი 51-ე ადგილზე.

შეხვედრა სავარაუდოდ 28 აგვისტოს გაიმართება, თუმცა თარიღი შესაძლოა ერთი დღით გადაიწიოს.