კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილი გახდა დღე, როდესაც “პსჟ” ნეიმარს ოფიციალურად წარადგენს

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ნეიმარი დღეს საღამოს პარიზში გაემგზავრება.

ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო აცხადებს.

გუშინ ბრაზილიელმა “პსჟ”-ში გადასავლელად ქალაქ პორტუში სამედიცინო კვლევა გაიარა, რის შემდეგაც, გვიან საღამოს ბარსელონაში დაბრუნდა.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით “პსჟ” ნეიმარს ოფიციალურად შაბათს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც მისი კვირეული ხელფასი 575 000 ევროს შეადგენს.