კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცინცინატის ტურნირის ტიტულისთვის ჰალეპი და მუგურუზა იბრძოლებენ

ცინცინატიში მიმდინარე Western& Southern Open-ის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს სიმონა ჰალეპი და გარბინიე მუგურუსა დაუპირისპირდებიან.

რუმინელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი ამერიკელი სლოუნ სტივენსი ორ სეტში ( 6:2, 6:1 ) გაანადგურა.

ესპანელმა სპორტსმენმა კი 1/2-ფინალში ქალ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერ ჩეხ კაროლინა პლიშკოვას ასევე ორ სეტში ( 6:3, 6:2 ) აჯობა.

ცინცინატიში მიმდინარე პრესტიჟული ასპარეზობის საპრიზო ფონდი 2 536 154 დოლარს შეადგენს.