კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

#ბორჯომისთვის: საქართველო-ირლანდია:#გაავსე სტადიონი

საქართველო - ირლანდია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 2 სექტემბერს, 20:00 საათზე “დინამო არენაზე” გაიმართება. 

მატჩზე დასასწრები ბილეთების ფიზიკური გაყიდვა “დინამო არენას” სალაროებში 26 აგვისტოდან დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია