კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბორჯღალოსნებმა” 2017 წლის ივნისის ტესტები დაასრულეს (ფოტო)

ბორჯღალოსნები

გუშინ, 24 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინის ნაკრებთან ივნისის ტესტების დასკვნითი, მესამე შეხვედრა ჩაატარა.

“ბორჯღალოსნებს” “პუმებთან” აქამდე გამართულ ოთხ მატჩში სულ ერთი ლელო ჰქონდათ დადებული, ბოლო მატჩში კი არგენტინას ბურთი 4-ჯერ დაუმიწეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა ანგარიშით 29:45 დასრულდა.

არგენტინასთან დადებული 4 ლელოთი, 2 მოგებითა (კანადასთან 13:0 და აშშ-თან 21:17) და 1 წაგებით “ბორჯღალოსნებმა” 2017 წლის ივნისის ტესტები წარმატებულად დაასრულეს.

“ბორჯღალოსნების” ზაფხულის ტესტ-სერიის დამაგვირგვინებელი მატჩის ფოტოები:

 

  • 17