კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბერლუსკონი: “ვისურვებდი იბრაჰიმოვიჩი ისევ “მილანში” მენახა – 9 ნომრის მაისურით”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

“მილანის” ყოფილ მფლობელს, სილვიო ბერლუსკონის სურს, რომ შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “როსონერის” შემადგენლობაში დაბრუნდეს.

“იბრას “მილანში” ნახვა ყოველთვის გაგვიხარდება. ის საფეხბურთო კრიტერიების მიხედვით ასაკოვანია, მაგრამ, რატომაც არა, მე ვისურვებდი, რომ ზლატანი ისევ “მილანში” დაბრუნდეს – 9 ნომრის მაისურით” – განაცხადა ბერლუსკონიმ.

იბრაჰიმოვიჩი “მილანის” ღირსებას 2010-2012 წლებიში იცავდა, და ჩატარებულ 85 შეხვედრებში 56 გოლი გაიტანა. 2012 წლის ზაფხულს შვედი ფორვარდი  “პსჟ”-ს შეუერთდა, ბოლო სეზონი კი “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში გაატარა. ინგლისურმა კლუბმა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ მოისურვა, რადგანაც ფეხბურთელი ჯერჯერობით ტრავმას იშუშებს.