კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარიერნი” გერმანიის სუპერთასს მეშვიდედ დაეუფლა (ვიდეო)

მიუნხენის ”ბაიერნმა” გერმანიის სუპერთასი მოიგო.

მიუნხენის ”ბაიერნმა” გერმანიის სუპერთასი მოიგო.

”რეკორდმაისტერისა” და დორტმუნდის ”ბორუსიას” შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ- 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ”ბაიერნმა” 4-2 იმარჯვა და ხსენებულ ჯილდოს მეშვიდედ დაეუფლა.

დორტმუნდელები მე-12 წუთზე კრისტიან პულიშიჩის გოლით დაწინაურდნენ. მე-18 წუთზე პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ყოფილ გუნდს საპასუხო ბურთი გაუტანა. 71-ე წუთზე მიუნხენელთა კარი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა აიღო. 88-ე წუთზე დორტმუნდელთა შვეიცარიელმა გოლკიპერმა რომან ბიურკიმ ავტოგოლი გაიტანა.

გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში 8 აგვისტოს ”ბაიერნი” ჩემპიონის ტიტულის დაცვას ლევერკუზენის ”ბაიერთან”’ საშინაო მატჩით დაიწყებს. დორტმუნდელები კი სასტარტო ტურში 19 აგვისტოს ”ვოლფსბურგს” ესტუმრებიან.