კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონამ” ჟოან გამპერის სახელობის თასი მოიგო (ვიდეო)

მიმდინარე წელს ჟოან გამპერის სახელობის ტურნირზე ბარსელონამ ბრაზილიის შაპეკოენსე მოიწვია.

ამგვარად კატალონიელებმა პატივი მიაგეს კლუბს და ავიაკატასტროფაში დაღუპული მოთამაშეების, მწვრთნელებისა და პერსონალის ხსოვნას.

ამხანაგური მატჩის დაწყებამდე მოედანზე გამოვიდნენ “შაპეს” 3 გადარჩენილი მოთამაშე, რომელთაგან ერთმა შემდგომ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მატჩის დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ მოედანზე სხვადასხვა დონის გუნდები ითამაშებენ. “ბარსელონასთვის” ეს შეხვედრა ჩვეულებრივი ვარჯიში იყო, ხოლო სტუმრებისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა გახდა უფრო ძლიერ მეტოქესთან საკუთარი ძალების მოსინჯვისთვის.

შეხვედრა “ბარსელონას” სასარგებლოდ, ანგარიშით 5-0 დასრულდა.

გოლების ავტორები გახდნენ:
6′ დეულოფეუ, 11′ ბუსკეტსი, 28′ მესი, 55′ სუარესი, 74′ დენისი.