კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vivaronews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა

ავთანდილ ხურციძე

პროფესიონალ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს, რომელსაც ბრალად ედება რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა, სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

ქართველი სპორტსმენი, რომელიც WBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონია, სასამართლოს შემდგომ სხდომას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაელოდება, – ამ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

Seattle Times-ის სტატიაში აღნიშნულა, რომ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ აქვთ ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგოც სცემს ავთანდილ ხურციძე მამაკაცს, რომელიც სამართალდამცავების ინფორმატორი იყო. მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნული პიროვნება, ხურციძეზე ჩანაწერებს აგროვებდა.

FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის რაჟდენ შულაიას მაფიის „კუნთი” იყო ბრუკლინში.

აღნიშნული მასალის არსებობა ფედერალური მოსამართლისათვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ხურციძე საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ კეტრინ ფორესტმა გადაწყვიტა,  რომ ხურციძე საქმის არსებით განხილვას გისოსებს მიღმა დალოდება.

გამოცემის  New York Post-ის ცნობით, სასამართლო პროცესზე ხურციძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის ვიდეომასალა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებით, ხურციძე მამაკაცს სცემს, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.
„ის მშვიდობიანი კაცია. ის რინგზე მებრძოლია“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება პროკურორების ბრალდებას, რომ ხურციძე კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად შენიშნეს, ადვოკატი აცხადებს, რომ კრიმინალები მხოლოდ იმიტომ იყვნენ ხურციძის გარშემო, რომ ის ცნობილი მებრძოლია.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მოკრივეს 8 ივლისს ბილი ჯო სანდერსთან ორთაბრძოლა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ხურციძეს რამდენიმე დანაშაულებში წაიყენეს ბრალ, შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.