კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანდრეს ინიესტა “ბარსელონადან” წასვლაზე ფიქრობს

ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

33 წლის ჰავბეკი “ბარსელონას” ერთერთო ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. El Pais-თან ინტერვიუში მან საკუთარი მომავალი “ბარსელონაში” ეჭვის ქვეშ დააყენა.

“კლუბთან კონტრაქტი კიდევ არ გამიხანგრძლივებია. ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიც ადრე ჩემთვის უცნობი იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. ახლა ისეთი სცენარია, როგორსაც 3 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი. “ბარსელონადან” წასვლაზე ვფიქრობ, რასაც ადრე არ ვაკეთებდი,”- განაცხადა ინიესტამ.

ინიესტა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში “ბლაუგრანას” ღირსებას იცავდა. “ბარსელონასთან” მისი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულს ამოიწურება.