კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ალვარო ნეგრედო კარიერას თურქეთის ჩემპიონატზე გააგრძელებს

გამოცდილი ესპანელი ფორვარდი ალვარო ნეგრედო ”ბეშიქთაშს” შეუერთდა.

ამის შესახებ თურქული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

31 წლის ესპანელმა თურქებთან კონტრაქტი ”2+1”-ის სისტემით გააფორმა. პორტალ Transfermarkt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 2,5 მილიონი ევრო შადგინა.

ალვარო ნეგრედო 2015 წლიდან დღემდე ”ვალენსიას”’ ღირსებას იცავდა. ”ვალენსიელებმა” მისი ტრანსფერის სანაცვლოდ ”მანჩესტერ სიტის” 28 მილიონი ევრო გადაუხადეს. ”ვალენსიაში” გატარებულ 40 შეხვედრაში ნეგრედომ 12 გოლი მიითვალა.

ალვარო ნეგრედომ 2016/2017 წლების სეზონი განათხოვრების წესით ”მიდლსბროში” გაატარა.