კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ალექსის სანჩესი პრემიერ ლიგის დასაწყისს გამოტოვებს

“არსენალის” შემტევისთვის ინგლისის პრემიერ ლიგა ოფიციალური გახსნიდან ოდნავ მოგვიანებით აიღებს სტარტს.

ეს ინფორმაცია “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა.
ჩილელმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე მუცლის დაზიანება მიიღო და სავარაუდოდ ის პრემიერ ლიგის პირველ 2 შეხვედრას გამოტოვებს.
პირველ შეხვედრაში ლონდონური კლუბი “ლესტერ სიტის” უმასპინძლებს, მეორე შეხვედრაში კი “სტოუკ სიტის” ეწვევა.
რაც შეესხება სანჩესის “პსჟ”-ში შესაძლო გადასვლას, არსენ ვენგერმა ასეთი კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ “პსჟ”-სგან შემოთავაზება არ მიგვიღია. მე რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე “პსჟ”-ს პრეზიდენტს. გაზეთები რომ წაიკითხოთ, გაიგებთ, რომ მათ მბაპე აინტერესებთ”.
სანჩესის კონტრაქტი “არსენალთან” 2018 წლის ზაფხულში ამოიწურება.