კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

10 წელი გავიდა “სევილიასთვის” ტრაგიკულ დღიდან (ვიდეო)

10 წლის წინ, ზუსტად 28 აგვისტოსსევილიას” ნახევარმცველისთვის, ანტონიო პუერტასთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

22 წლის ფეხბურთელს ლა ლიგის 2007/2008 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩში, რომელშიც მისი გუნდი შინ “ხეტაფეს” ეთამაშებოდა, გულის შეტევა დაემართა. ახალგაზრდა მოთამაშეს პირველადი დახმარება ივიცა დრაგუტინოვიჩმა (ენა დაუჭირა) და ანდრეს პალოპმა აღმოუჩინეს, უფრო გვიან კი ექიმები ჩაერთნენ და ანტონიოს მოსულიერება მოახერხეს.

პუერტამ მოედნიდან გავიდა, თუმცა გასახდელში მიმავალ გზაზე გულის შეტევა გაუმეორდა და გონება კიდევ ერთხელ დაკარგა. ანტონიო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად, ის კომიდან ვერ გამოვიდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.