კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ქუთაისმა” თბილისში “დინამოს” მოუგო და საქართველოს თასი მოიპოვა

ქუთაისი კალათბურთი

29 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შარშანდელი ფინალისტები – გამარჯვებული თბილის “დინამო” და “ქუთაისი” დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება “ქუთაისმა” მოიპოვა, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 86:77 (26:9, 26:25, 16:26, 18:17) დაამარცხა და ჯილდო ისტორიაში მეორედ დაისაკუთრა.

კოტე ტუღუშის  გუნდში 19 ქულითა და 4 მოხსნით ყველაზე შედეგიანი აკაკი ლომოური იყო, 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა გიორგი ცინცაძემ. ყველაზე მეტი, 25 ქულა კი დინამოელმა ილია ლონდარიძემ  მიითვალა.