კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უკვე ცნობილია ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაჰაში მიმდინარე სამბოს ევროპის პირველობის მე-3 დღის ფინალისტებისა და პრიზიორების ვინაობა.

იუნიორებს შორის 57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომამდგენელი ენვერ ლაციბაძე, და 74 წონით კატეგორიაში ზვიად თევდორაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

ახალგაზრდებს შორის 56 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო ამირან დარბაისელმა.

70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ ოჩიგავა ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე სომეხ სპორტსმენს დაუპირისპირდება, ხოლო 87 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ეგნატაშვილი ასევე რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ მაჰმადოვის დამარცხებას შეეცდება.

ქალთა ასპარეზობაში კი ახალგაზრდებს შორის 48 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობისთვის საქართველოს წარმომადგენელი ნატალია ყიფშიძე რუს ოლესია პროკოფიევას შეხვდება.