კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოპ -10 სპორტული კომპიუტერული თამაში

კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში, ქუჩაში ბურთის ან დაჭერობანის თამაში, სამწუხაროდ აღარ არის პოპულარული. სამყარო გადავიდა ვირტუალურ მსოფლიოში. და ჩვენც გადავწყვიტეთ არ ჩამოვრჩეთ ინოვაციებს.

Pro Evolution Soccer 2017 (PES)
არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ PES საფეხბურთო სიმულიატორი ეწინააღმდეგება FIFA-ს, რაც დიდი ხანია გრძელდება, თუ არაფერი შეიცვლება და ეს გაგრძელდება ათწლეულების განმავლობაში, – არჩევანი იქნება ისეთივე რთული, როგორც არჩევანი BMW-ს და მერსედესს შორის.

საინტერესოა, რომ PES იყო პირველი სპორტული ვიდეოთამაში, სადაც იყო შესაძლებელი ჭკვიანი ვირტუალური მოთამაშის წინააღმდეგ თამაში.

თამაშის დადებითი მხარე:
• მასტერ-ლიგა დაბრუნდა საუკეთესო ტრადიციებით
• შესანიშნავი მართვა
• გაუმჯობესებულია ხელოვნური ინტელექტი
• თამაშის სწრაფი ტემპი

თამაშის უარყოფითი მხარე:

• ისევ ეს კომენტატორები…
• ბევრ კლუბზე არ არის ლიცენზია

აზარი, მარტიალი

FIFA 17

ზემოთ აღნიშნული სიმულიატორი არის ლაინერი, რომელიც არ ჩაიძირება EA-ს სპორტული თამაშების წყლებზე, და, ალბათ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში იარსებებს. თამაშს გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
• ახალი ძრავი (CMS) ეფექტური გრაფიკით
• ბევრი სასარგებლო ცვლილება გეიმფლეიში
• სიმულიატორი სიუჟეტით
მაგრამ არიან ხარვეზებიც: ფეხბურთულ სიმულიატორში არაღრმა სიუჟეტია გეიმფლეიში კი ისევ არის სკრიპტები.

NBA 2K17

კიდევ ერთი საკალათბურთო სიმულიტორი, რომელშიც ამჯერად იყო გაუმჯობესებული ხელოვნური ინტელექტი, გაფართოვდა გუნდის სიტინგის პარამეტრები, დაემატა ახალი გუნდები, და ა.შ. თამაში გამოირჩევა კარგი გეიმპლეით, პერსონაჟის თვალსაჩინო კარიერით, რომელიც გვიჩვენებს, სინამდვილეში როგორ ვარჯიშობდნენ NBA-ს მოთამაშეები.
თამაშის მრავალი რეჟიმი გვიჩვენებს ამერიკულ კალათბურთს ყველა მხრიდან.

NHL 17

PS4 და Xbox One-ზე გადასვლა ყველაზე რთული აღმოჩნდა NHL ჰოკეის სიმულიატორისთვის.
2014 წლის დასაწყისიდან, ვადის გამო თამაშის ვერსია დარჩა ბევრი კლასიკური პარამეტრის გარეშე, მაგრამ პროგრამისტებმა გაუმჯობესეს ახალი NHL17.
თითქმის აღარ დარჩა შეცდომა, პირიქითაც ბევრი ღირსება დაემატა. მაგალითად: ინდივიდუალური და გუნდური თამაშები, ვარჯიში ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში, სხვადასხვა ტიპის დრაფტების დიდი არჩევანი – არ იცი რომლით დაიწყო!

UFC 2

პერსონაჟები იმდენად რეალისტურები არიან, რომ ნებისმიერ ონლაინ თამაშს შეიძლება შეშურდეს. ფიზიკის ნოკაუტების ახალი სისტემა, დინამიური დაპყრობა, და აგრეთვე გაუმჯობესებული სატკენი ილეთები გელოდებათ UFC 2-ში.
როგორც იყო აღნიშნული, თამაშს დაემატა ბევრი სასარგებლო რამ, მაგალითად:
სიმულიატორს დაემატა ნოკაუტების და დარტყმაზე რეაქციის ახალი სისტემა, რომლებიც ფიზიკის წესების გამო ხდებიან უფრო დაუნდობლები.
ახლა შეძლებთ გააკვირვოთ მოწინააღმდეგე ყველასთვის ცნობილი ფლაინგ არმბარი და ფლაინგ ნი ილეთები. აქ თქვენ შეხვდებით გაუმჯობესებულ სიუჟეტს და ახალ შესაძლებლობებს.

Madden NFL 17

ამერიკული ფეხბურთის ოცდამერვე სპორტული სიმულიატორი EA-სგან, შეადგენს ბევრ განახლებას გეიმპლეიში.
მაგალითად პერსონაჟების ურთიერთქმედების სისტემა გახდა უფრო რეალისტური.
მოთამაშის მოძრაობისას, პირველ რიგში, შეიძლება გამოიყენოთ უფრო მეტი სტრატეგია ბრძოლის ველზე. მეორე რიგში არიან ამოღებული ზედმეტი მოძრაობები. არ შეიძლება არ აღინიშნოს Madden NFL-ის მაღალხარისხოვანი გრაფიკა; იმდენად კარგი, რომ თქვენ შეიძლება თამაში შეგეშალოთ მატჩის რეალურ ტრანსლაციაში.

STEEP

მოგენატრათ მთა, თოვლი და ექსტრემალური დასვენება?
Ubisoft-ის პროდუქტი ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ.
თქვენს განკარგულებაშია სნოუბორდები, თხილამურები, ვინგსიუტები და პარაშუტები.
თქვენ შეგიძლიათ იმოძრაოთ სადაც გინდათ და როდესაც გინდათ, აქ თქვენს ფანტაზიას აქვს თავისუფლება. თქვენ დაგხვდებათ ლამაზი პეიზაჟები და ილეთებისთვის განკუთვნილი კარგი ადგილები. მაგრამ, ამისთვის თქვენ გჭირდებათ სკილები, სხვანაირად ვერ გააკეთებთ შესანიშნავ ნახტომებს.

MLB 16 The Show

ბეისბოლის 2016 წლის სიმულიატორი, სთავაზობს პიტჩერის 120 ახალ მოძრაობას, ბეტერის 140 განახლებულ პოზიციას, და აგრეთვე პერსონაჟების ახალ ანიმაციებს ბაზებზე და გაუმჯობესებულ თამაშის რეჟიმებს.

WWE 2K16

WWE 2K16-ში შეძლებთ მიიღოთ მონაწილეობა რესტლერების წინააღმდეგობაში და აირჩიოთ გმირი 120 ცნობილი მებრძოლიდან, როგორც მოქმედ, აგრეთვე კარიერა დამთავრებულებს შორის.

დადებითი მხარე:

  • თამაშის შესანიშნავი შედგომა
  • ისევ დაემატა ბევრი რეჟიმი და ბრძოლის სახეობა
  • «ჩემი კარიერის» გაუმჯესებული რეჟიმი

უარყოფითი მხარე:

  • მოსაწყენი 2K Showcase
  • განსაკუთრებულობები, რომლებიც უნდა აღმოჩენილიყვნენ, არ იყვნენ დამატებულნი.
  • ბრძოლის დროს კომენტარიები არ შეესაბამება

F1 2016 Codemasters

თამაშის დეველოპერმა გაგვაცნო რამდენიმე სიახლე, რომლებიც ჩართულია ამ ვერსიაში. კარიერის რეჟიმი გახდა ბევრჯერად უკეთესი, ვიდრე იყო თამაშის ძველ ვერსიებში. ახლა გუნდებს შეუძლიათ განვითარდნენ ათი სეზონის განმავლობაში.
ამის მიხედვით, სტრატეგია პელოტონში შეიცვლება კარიერის რეჟიმის მანძილზე. თამაშის რეალისტურობა გვიჩვენებს, რომ გრან პრის ინჟინერს აქვს საშუალება მოგცეთ რჩევა შეცვალოთ ტაქტიკა, რბოლის ბედის საფუძველზე.
აგრეთვე გახდა ადვილი მანქანის მართვა სველ ასფალტზე: მოსახვევში საბურავები გაცოცავენ გარკვეული კუთხით.