კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ნაკრები FIBA-ს რეიტინგში მე-11 ადგილზეა.

FIBA-ს ვებ-გვერდზე გამოიქვეყნა ევრობასკეტის 24 მონაწილეთა სიძლიერის რეიტინგი, რომელშიც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მე-11 ადგილს იკავებს.

“ვიცით, რომ ეს იყო მხოლოდ სავარჯიშო მატჩი, თანაც რუსეთის საუნივერსიტეტო გუნდთან, მაგრამ საქართველო თავიდანვე შთამბეჭდავად იწყებს. ამ თამაშში თორნიკე შენგელიამ გუნდს 24 ქულა, ხოლო გიორგი შერმადინმა 18 ქულა მოუტანეს. შერმადინის ანგარიშზე 11 მოხსნაცაა სლოვენიურ მატჩში”, – ნათქვამია FIBA-ს გვერდზე.

საუკეთესო ათეული ასეთია:

  1. 1. ესპანეთი,
  2. 2. სერბეთი,
  3. 3. საბერძნეთი,
  4. 4. ლიტვა,
  5. 5. საფრანგეთი,
  6. 6. თურქეთი,
  7. 7. ხორვატია,
  8. 8. სლოვენია,
  9. 9. იტალია,
  10. 10. ლატვია.

აღსანიშნავია, რომ FIBA-ს სიძლიერის რეიტინგში ილიას ზუროსის გუნდი ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც მონტენეგრო, ისრაელი, გერმანია და რუსეთია.