კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნეიმარი დღევანდელ “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

ნეიმარი დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე არ გავა

როგორც გვაცნობებს კატალონიელების ოფიციალური გვერდი twitter-ში, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდის 25 წლის ფორვარდი დღევანდელ “ელ კლასიკოში” არ ითამაშებს.

„რადგანაც გუნდის ხელმძღვანელობას თამაშის დაწყებამდე 12 საათით ადრე ესპანეთის სპორტული ტრიბუნალისგან პასუხი არ მიუღია, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ნეიმარი არ შევა გუნდის დღევანდელ შემადგენლობაში. კლუბი და ფეხბურთელები თამაშზე გაამახვილებენ მთელ კონცენტრაციას. ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია“ – ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნეიმარი 3 მატჩით დისკვალიფიცირებულია „მალაგასთან“ დაპირისპირებაში (0-2) მიღებული წითელი ბარათის გამო. მან უკვე გამოტოვა 1 შეხვედრა, მაგრამ „ბარსელონამ“ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა და განაჩენს ელოდებოდა.