კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მარია შარაპოვამ 15 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა.

მარია შარაპოვა

შტუტგარტში თიხნარის საფარზე მიმდინარე Porsche Tennis Grand Prix-ის მე-2 წრეში ტიტულოვანმა რუსმა სპორტსმენმა თანამემამულე ეკატერინა მაკაროვას მხოლოდ 8 გეიმი დაუთმო და საბოლოოდ 2 სეტში (7:5), (6:3) იმარჯვა.

¼ ფინალში მარია შარაპოვა ესტონელ ანეტ კონტავეიტის დამარცხებას ეცდება.

იმ შემთხვევაში თუ შარაპოვა ხსენებულ შეჯიბრზე ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ეს უკანასკნელი WTA-ს რეიტინგის ტოპ 125-ეულში შეაღწევს.

შტუტგარდის ტურნირის საპრიზო ფონდი 710900 დოლარს შეადგენს.