კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზებედა რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი 81 კგ. წონით კატეგორიის ნახევარფინალში გავიდა.

26 წლის ქართველმა სპორტსმენმა ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო. პირველ ორ შეხვედრაში მან რუმინელი ვლად ვისანი და უნგრელი ატილა უნგვარი შესანიშნავი მტკივნეული ილეთებით, ხოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში რუსეთის ნაკრების წევრი ასლან ლაპინაგოვი “ვაზარით” დაამარცხა.
ფინალის საგზურისთვის ზებედა გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება.