კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვინ შეცვლის დე ხეას „მანჩესტერ იუნაიტედში“

დავიდ დე ხეას ჯო ჰარტი შეანაცვლებს

„მანჩესტერ სიტის“ გოლკიპერი ჯო ჰარტი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს, ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი აცხადებს.

ამჟამად ჰარტი განათხოვრების წესით იტალიური „ტორინოს“ რიგებში გამოდის, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელი მანჩესტერში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

 

„მანჩესტერ სიტიში“ მზად არიან მისი ტრანსფერი 17,5 მილიონ ევროდ დათმონ. მაგრამ ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ რამდენს მოითხოვენ „ქალაქელები“ თუკი ჰარტის ტრანსფერის შეძენას მათი პრინციპული მეტოქე მოისურვებს.

 

ჰარტი „მან იუნაიტედის“ თავკაცის ჟოზე მოურინიოს მთავარი სატრანსფერო მიზანია მეკარე დავიდ დე ხეას წასვლის შემდეგ. გარდა ამისა „წითელი ეშმაკები“ „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკის ტრანსფერის შეძენაზეც ფიქრობენ.