კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონები იჭიდავებენ

ქართველი ჩემპიონი მოჭიდავეები

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყუამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომეიც 2-7 მაისის ჩათვლით სერბულ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. მწვრთნელებმა ნაკრები საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებით დააკომპლექტეს. ნაკრები სერბეთში 2 მაისს გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატზე კი 6-7 მაისს იასპარეზებენ.

ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება:

59 კგ – ლერი აბულაძე (აჭარა)

66 კგ – გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)

71 კგ – გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)

75 კგ – გელა ბოლქვაძე (აჭარა)

80 კგ – ზურა დათუნაშვილი (თბილისი)

85 კგ – რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)

98 კგ – კოკა კირცხალია (თბილისი)

130 კგ – ლევან არაბული (მცხეთა)